ბაქრაძე ლაშა აკაკის ძე
ბაქრაძე ლაშა აკაკის ძე

ბაქრაძე ლაშა აკაკის ძე (27.I.1965, თბილისი), ქართ. ლიტერატურათმცოდნე, ისტორიკოსი და გერმანისტი. პირველი საქართვ. ოფიციალურად აკრედიტებული ჟურნალისტი ბერლინში, ილიას სახელმწ. უნ-ტის ასოცირებული პროფესორი, ისტ. მეცნ. დოქტორი, საბჭ. წარსულის კვლევის ლაბორ. თანადამაარსებელი და გამგეობის წევრი. გარდა სამეცნ. საქმიანობისა, ბ. ლ. აგრეთვე წარმატებით მოღვაწეობს კინოში. იგი ცნობილია გერმ. ფილმებში შესრულებული როლებით. ბ. ლ.-მ დაამთავრა თსუ-ის დას. ევრ. ენებისა და ლიტერატურის ფაკ-ტი (1985), რომლის დამთავრების  შემდეგ სწავლა განარგძო იენის უნ-ტში, სადაც დაიცვა დიპლომი გერმანისტიკასა და პედაგოგიკაში (1989). იგი ასევე სწავლობდა თეოლოგიას ბერნის უნ-ტში (1990-1991) და პოლიტ. მეცნიერებებს პოტსდამის უნ-ტში (1992-1994). თანამედროვე ისტ. დარგში დისერტაციაზე მუშაობა დაიწყო ჰუმბოლდტის უნ-ტში (1994-1996), ბრუნდება სქართვ. და თსუ-ში წარმატებით იცავს სადაქტორო დისერტაციას, თემაზე — „გერმანულ-ქარული ურთიერთობები პირველი მსოფლიო ომის დროს“ ( 2002 ). ბ. ლ. ქართ. ემიგრაციის არქივებზე სამუშაოდ მიემგზავრება პარიზში (2007)  და პარალელურად გადის სტაჟირებას სოც. მეცნ.  უმაღლეს სკოლაში. ბ. ლ.  სხვადასხვა დროს მუშაობდა: საქართვ. რადიოს კორესპონდენტად ბერლინში (1992-1995),  კულტ. და მეცნ. პროგრამის რეფერენტად თბილ. გოეთეს ინ-ტში (1996-2001). საერთაშ. ურთიერთობებს აშუქებდა ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ეთერში (2003-2004), იყო ხელმძღვ. საქართვ. ეროვნ. კინოცენტრის კინოდოკუმენტების შენახვისა და კონსერვაციის განყ-ბას (2006-2010). ბ. ლ. საქართვ.  სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში ასწავლიდა, რომელთა შორისაა: თბილ. სამხატვრო აკადემია, საქართვ.  საზ. საქმეთა ინ-ტი და შ. რუსთაველის თეატ. და კინოს უნ-ტი,  ბიზნესის სკოლა ESM. იგი ილიას სახელმწ. უნ-ტის ასოციარებული პროფესორია (2009). ბ. ლ. საქართვ.  გ. ლეონიძის სახ. ქართ. ლიტ-რის სახელმწ.  მუზეუმის დირექტორად დაინიშნა (2010 ). არის ასამდე საგაზ. და საჟ. პუბლიკაციის ავტორი. წაკითხული აქვს ასობით საჯარო ლექცია და მოხსენება, როგორც საქართვ., ასევე საზღვარგარეთ. ბ. ლ სხვადასხვა ქვეყნის არქივებში მუშაობის შედეგად გამოსცა წიგნი — „გერმანულ-ქართული ურთიერთობები პირველი მსოფლიო ომის დროს“ (2010). ბ. ლ.-ს სცენარი დაედო საფუძვლად მოკლემეტრაჟიან ქართ. ფილმ  „ტბას“, რ-იც აღწერილია 1992 წლის სამოქალაქო ომის მოვლენები (2002). ბ. ლ. გერმანიაში მოღვაწე ქართვ. რეჟისორის, დიტო ცინცაძის ფილმში მიიწვიეს სათამაშოდ - „Lost Killers“, რომელმაც  მაღალი შეფასებები მიიღო კინოკრიტიკოსებისაგან. მას შემდეგ მან განასახიერა რამდენიმე მთ. და მეორეხარისხოვანი როლი გერმანულენოვან ფილმებში, რომელთა შორისაა „Schussangst“ (2003), „God Of Happiness“, „Spuren der Rache“  და სხვა. ბ. ლ. ქართ.-გერმ. კულტ. ურთიერთობების გაღრმავებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის მიენიჭა გივი მარგველაშვილის სახელობის პრემია (2014 ).